Friday, July 11, 2014

სასწავლო პროექტი

1.    სახელწოდება: ,,გულ-სისხლძარღვთა სისტემა“





2.      პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები გაეცნობიან გულისა და სისხლძარღვთა
სისტემას, მათ დაავადებებს და დაავადების გამომწვევ მიზეზებზე.

3.      პროექტის აქტუალბოა:  მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

4.      პროექტის მიზანი:  მოსწავლეებს განუვითარდება დამოუკიდებლად მუშაობის კომუნიკაცია,პრობლემის ანალიზის, მიზნების ჩამოყალიბების, მიზნის შესაბამისი ამოცანის ამოხსნის, ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების, ურთიერთთანამშრომლობის, სამუშაოს დროში განაწილების, შეფასების უნარჩვევები.


5.      მოსწავლეთა ასაკი:  14 წელი.

6.      ვადა: 10 დღე.


7.      მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები მოპოვებული ინფორმაციით ქმნიან ალბომებს (გულ-სისხლძარღვთა  სისტემაზე) პლაკატებს (სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე ), სლაიდებს, აცნობენ აუდიტორიას და ღებულობენ გადაწყვეტილებებს.

8.      პროექტისთვის საჭირო რესურსები:  თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები, ფოტოაპარატი, სათანადო ლიტერატურა, კომპიუტერი.


9.    პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას. მივუთითებ რა გააკეთონ და როგორ მოიპოვონ ინფორმაცია გულ-სისხლძარღვთა სისტემის , მათი დაავადებებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

აქტივობა 2.ამ ეტაპზე მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას, ჩანაწერებისა და აქტივობა სურათების შეგროვებას.

აქტივობა 3.ინფორმაციის დახარისხება, დასკვნის გაკეთება, პრეზენტაციის მომზადება.

აქტივობა 4.პრეზენტაციის ჩატარება:
          საუბარი გვექნება გულისა და სისხლძარღვთა სისტემის აგებულებაზე, ფუნქციების ფორმებზე, მათ დაავადებებზე (ინსულტი, ინფარქტი ), დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე.


          გულსისხლძარღვთა სისტემა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემაა, რომელიც ემსახურება უპირველეს ყოვლისა ოდგანიზმის ნივთიერებათა ცვლას.
         გული, როგორც ტუმბო, ამოძრავებს სისხლს, რომელიც ერთის მხრივ ორგანოებსა და ქსოვილებს აწვდის ყველა საჭირო ნივთიერებებს, საკვებს, ჟანგბადს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ( ჰორმონები, ფერმენტები, მიკროელემენტები, ანტისხეულები და სხვა), ენდოგენურ და ეგზოგენურ დამცველ ფაქტორებს, ხოლო, მეორე მხრივ, მათ ანთავისუფლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოქმნილი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლერბის დაშლის მავნე პროცედურებთან  და ნახშირორჟანგისგან, რომელთა ნაწილობრივ გაუვნებელყოფა ხდება ღვიძლში, ხოლო გამოყოფა გარემოში, ფილტვების, თირკმელების , საოფლე ჯირკვლებისა და სხვა გზით. გარდა სატრანსპორტო ფუნქციისა, გულსისხლძარღვთა სისტემა მონაწილეობს ორგანიზმის თვითრეგულაციაში, წყლისა და იოვ~ნების ცვლაში ( მათი ბალანსის რეგულირებაში და სხვა.
           სისხლის მიმოქცევაში მონაწილე ორგანოები: გული, არტერიები, ვენები და კაპილარული ქსელი.
            გული გულ- სისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანოა. ეს არის ოთხ საკნად დაყოფილი კუნთოვანი ორგანო, რომელიც მასთან დაკავშირებული სისხლძარღვებით ღებულობს და გადასცემს ოდგანიზმში მუდმივად მოცირკულე სისხლს. გყლის რეგულარულ მუშაობაზეა დამოკიდებული არა მარტო ორგანიზმის განუწყვეტელი სისხლმომარაგება, არამედ მომარაგების დონეც. გული მდებარეობს გულმკერდის ყაფაზის ქვედა ნაწილში.
                    გული ადამიანის მუჭის ზომისაა. მისი ზომები დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, სხეულის მასასა და სიმაღლეზე, შრომისა და ცხოვრების პირობებზე.
                      გული მუდმივმოქმედი კუნთოვანი ორგანოა, რომელიც ავტომატურად  60-80- ჯერ იკუმშება წუთსი. და რომლისთვისაც არ არის დამახასიათებელი ,, კუნთოვანი “ დაღლა განსხვავებით ოპგანიზმის სხვა კუნთებისგან.
            ადამიანის ორგანიზმში 4,5- 5,0 ლიტრი სისხლია. გულის თავისი ანატომიურ- ფიზიოლოგიური თავისებურებიდან და ორგანიზმის სხვა სისტემებთან მჭიდრო ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, შეუძლია  შეეგუოს ორგანიზმის მკვეთრად ცვალებად მოთხოვნილებას. მყშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, გულის მოთხოვნილება ჟანგბადზე საკმაოდ მაღალია, რომლის დასაკმაყოფილებლად მას ესაჭიროება გულში გატარებული სისხლის დაახლოებით 7 %.
         სისხლძარღვებს, რომლებსაც სისხლი გულიდან ორგანიზმისკენ მიაქვს ა რ ტ ე რ ი ე ბ ი  აწოდება, ხოლო სისხლძარღვებს, რომლებსაც სისხლი ორგანოებიდან გულისკენ მიაქვს- ვენები. ყველა წვრილი სისხლძარღვები კაპილარებია, რომელთა ურთიერთკავშირით იქმნება რთული კაპილარული ბადე. მსხვილი სისხლძარღვები ემსახურება მხოლოდ სისხლის ტრანსპორტირებას, ხოლო კაპილარები ამასთანავე ასრულებენ ქსოვილებსა და სისხლს შორის ნივთიერებათა ცვლის ფუნქციას.


       სისხლის უწყვეტ მოძრაობას ძარღვებში სისხლის მიმოქცევა ანუ ცირკულაცია ეწოდება. ის ადამიანის ორგანიზმში უზრუნველყოფს ფუნქციურად სრულიად განსხვავებულ სისხლის მიმოქცევის დიდი წრე და მცირე წრე.


    სისხლის მიმოქცევის დიდი წრე მოიცავს მთელ ორგანიზმს. მასში ელემენტების საშუალებითსისხლი საკვებ პროდუქტებსა და ჟანგბადს აწვდის ორგანიზმის ყველა უჯრედს და ანთავისუფლებს მას ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებისა და ნახშირორჟანგისაგან.



          სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს სრულიად განსხვავებელი აუზი აქვს და ფუნქციურად ემსახურება მხოლოდ ფილტვებში სისხლის გატარებას, დიდი წრის ჟანგბადით გამდიდრებასა და მის ნახშირორჟანგისგან განთავისუფლებას.

  ს ა  ი ნ ტ ე რ ე ს ო ა   ი ს     ფ ა ქ ტ ი,  რ ო მ:
. გულს სინამდვილეში როდი აქვს „გულის“ ფორმა, მას უფრო მუჭის ფორმა აქვს და ზომითაც მამაკაცის მუჭის ტოლაა.


.ახალშობილის გულის წონა მისი სხეულის წონის 0,8-0,9 %- ს შეადგენს, ხოლო მოზრდილი ადამიანისა- შეესაბამება მთლიანი წონის 0,45= 0.5 % -ს და დაახლოებით 350 გრამს იწონის.
. თქვენი გული იკუმშება 30 მილიონჯერ
. თუ ადამიანის სხეულის ყველა სისხლძარღვს ერთმანეთის მიყოლებით დავალაგებთ, ისინი 2,5 -ჯერ შემოერტყმება გარშემო დედამიწას.




 გულ-სისცლშარღვთა სისტემის  დაავადებების გამომწვევი მიზეზები:

  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დღესაც, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ, ვიდრე ომები, კატასტროფები ან სხვა დაავადებები. მათი გარტულებებით გამოწვეული ინვალიდობის ხარისხი ხშირად ძალზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადებები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, რისკის ფაქტორები რომლებიც მათ განვითარებას  განაპირობებენ მრავალია.



 ა ი   ე ს   ა რ ი ს   ფ ა ქ ტ ო რ ე ბ ი :
                 
 . თამბაქოს წევა.
.არასწორი კვება.
. სიმსუქნე.
.ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
. ცხოვრების უმოძრაო წესი
. ნერვული სტრესი.
. მოუწესრიგებელი შაქრიანი დიაბეტი.
. სისხლის მომატებული არტერიული წნევა


შ ე ფ ა ს ე ბ ი ს  კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი :

კრიტერიუმები
დაბალი
1-4 ქულა
საშუალოზე დაბალი
5-6 ქულა
საშუალოზე მაღალი
7-8 ქულა
საუკეთესო
9-10 ქულა


ინფორმაციის მოძიების წყარო
იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას

იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო წყაროს
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
მასალა არ არის საკითხის შესაბამისი
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
მასალა ძირითადად შეესაბამება წყაროს
მასალა სრულიად შეესაბამება საკითხს
  
მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას                   
საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებული დაცვა, დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა
ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დაცვას, კითხვებზე ვერ პასუხობს
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მისაზრების დაცვას,კითსვებზე ვერ პასუხობს
ახერხებს საკუთარი მოსაზრების დაცვას,კითხვებზე პასუხობს, მაგრამ დამაჯერებლობა აკლია
არგუმენტებით ახერხებს საკუთარი მოსაზრების დაცვას, კითხვებს პასუხობს დამაჯერებლად

ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
არ არის ჩართული
ერთვება ზოგჯერ
ჩართულია მაგრამ ყურადღება გაფანტული აქვს
ჩართულია ყოველთვის

10..საგანთან /საგნობრივ 0ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- ბიოლოგია
    ბიოლ.IX.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოსახვა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
 ბიოლ.IX.4 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

11.              პროექტის ხელმძღვანელი: ნადია ჯინჭარაძე

12. ხელმძღვანელის ელფოსტა : nadijincharadze1@gmail.com